loader

"მწყემსს უნახავს ორი ველოსიპედი და ტანსაცმელი, ტელეფონები ნაპირზე ჰქონდათ" - რას ამბობენ ხაშურში, სადაც დაგუბებულ წყალში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მწყემსს უნახავს ორი ველოსიპედი და ტანსაცმელი, ტელეფონები ნაპირზე ჰქონდათ" - რას ამბობენ ხაშურში, სადაც დაგუბებულ წყალში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შეტყობინება სამსახურში მოქალაქის მიერ შევიდა, რომელმაც საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.