loader

რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - აღარ მინდა, ხალხმა ჩემ გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი - ზაზა სარალიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - აღარ მინდა, ხალხმა ჩემ გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი - ზაზა სარალიძე

რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა, ჩემ გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კონკრეტული აქცია ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ შსს-ს ეზოში გამოხატავს პროტესტს.

კითხვაზე, ვის მიერ არის ორგანიზებული დღევანდელი აქცია, რომელიც შსს-სთან, 19:00 საათზეა დაანონსებული, სარალიძის თქმით, ამაზე არაფერი იცის და აქცია თვითონ არ დაუგეგმავს.


იხილეთ ასევე: კადრები უკომენტაროდ: ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა