loader

ადგილი, სადაც ტიფლისი ხვდება თბილისს - ძველ თბილისში ახალი ქართული რესტორანი "მეამა" გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადგილი, სადაც ტიფლისი ხვდება თბილისს - ძველ თბილისში ახალი ქართული რესტორანი "მეამა" გაიხსნა

ადგილი, სადაც ერთხანს საიათნოვა ცხოვრობდა; ადგილი, რომლის აივნები და ვერანდა თბილისის ყველაზე ლამაზ ნაწილს გადაჰყურებს - ძველ თბილისს კიდევ ერთი მყუდრო რესტორანი შეემატა. ძმები ზდანევიჩების 8 ნომერში, შაბიამნისფერ აივნიან სახლში, რესტორანი "მეამა" გაიხსნა. აქ ქართველ და უცხოელ სტუმრებს ძველი და მივიწყებული ქართული რეცეპტების მიხედვით შექმნილ კერძებს შესთავაზებენ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ულამაზესი ხედებით ტკბობისა და საოცარი კერძების დაგემოვნების შემდეგ, სიურპრიზი ელოდათ. უამრავი შთამბეჭდავი პრიზი სწორედ მათთვის გათამაშდა. თუმცა ეს არ იყო საღამოს კულმინაცია. სპეციალური მოწვევით სტუმრების განწყობა "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებულმა სოფო ბათილაშვილმა კიდევ უფრო გაახალისა, ულამაზესი ქართული კომპოზიციების საშუალებით.