X
სიახლე, რომელიც განსაკუთრებით, გლდანის მოსახლეობას გაახარებს
10:51 / 04-07-2018
გლდანში ახალი პარკის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ხვალ იწყება და 4 თვეში დასრულდება.

"მინდა, ერთი სიახლე გაგიზიაროთ. ვიცი, რომ ამით განსაკუთრებით გლდანის მოსახლეობა გაიხარებს. როცა წინასაარჩევნოდ შეხვედრა მქონდა გლდანის მოსახლეობასთან, მათ დავპირდი, რომ გლდანში განვახორციელებდით პარკის პროექტს. იქ არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, დაახლოებით 13 000 კვადრატული მეტრი. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. ტენდერი უკვე გამოცხადდა, ხელშეკრულება გაფორმებულია და ხვალ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, სასეირნო სივრცე, სათამაშო მოედნები, ბილიკები და ა.შ. პროექტები 4 თვის განმავლობაში დასრულდება. მე-6 მიკრორაიონში 4 თვეში ულამაზესი პარკი იქნება", - განაცხადა კალაძემ.



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ქონების მფლობელია არჩეული პრეზიდენტი? - ზურაბიშვილის ბინები თბილისში, პარიზში და საბანკო ანგარიშები...
ლეგენდარული "ჟიგული", რომელიც დიღმის მასივში, მე-4 სართულზე 20 წელზე მეტ ხანს იდგა, ჩამოიყვანეს