loader

ვინ არის ადამიანი, რომელმაც კონდიციონერი შექმნა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ადამიანი, რომელმაც კონდიციონერი შექმნა?

ცხელი ზაფხულისგან თავის დასაღწევად პირველი ჰაერის ელექტროგამაგრილებელი მსოფლიოს ამერიკელმა ინჟინერმა, უილის კერიერმა 1902 წელს წარუდგინა. მას შემდეგ კონდიციონერი ცხელ სეზონზე ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვან და საყვარელ ნივთად აქცია.

უილის კერიერმა მსოფლიოში პირველად ისეთი ტიპის კონდიცირების სისტემა შექმნა, რომელსაც ერთდროულად ჰაერის გაწმენდა, დატენიანება და გამოშრობა შეეძლო. თანამედროვე კონდიციონერები ახლაც ამ პრინციპით მუშაობს. მოგვიანებით კერიერმა შექმნა მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო, ოთახში ჰაერი დაეტენიანებინა. მოწყობილობა წარმატებით გამოიყენებოდა ლაბორატორიასა და ოფისში.

1926 წელს კი კერიერმა მსოფლიოს საცხოვრებელ სახლში დასამონტაჟებელი პირველი კონდიციონერი გააცნო. 1949 წელს კერიერმა განაცხადა, რომ ქალაქის ოთხი ყველაზე დიდი ცათამბჯენი ჰაერის კონდიცირების სისტემებით აღიჭურვებოდა.

თუმცა, 1950 წლის ოქტომბერში, 74-ე დაბადების დღემდე უილის კერიერი ნიუ-იორკისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა. კერიერმა და მისმა კომპანიამ მფლობელის დაღუპვის შემდეგაც დიდი კვალი დატოვეს კონდიციონერების მსოფლიო ინდუსტრიაში, რომელიც დღესაც იზრდება. სწორედ იმიტომ, რომ უილის კერიერის სახელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გამოგონება უკავშირდება, 1998 წელს ის გამოცემა "თაიმსმა" საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.