loader

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისის აეროპორტში ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში მომწამვლელი სითხე დაღვარა, დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისის აეროპორტში ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში მომწამვლელი სითხე დაღვარა, დააკავეს

თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაღვრის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახითაა დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.



ასევე დაგაინტერესებთ: როგორია თბილისის აეროპორტში მოწამლული პაციენტების მდგომარეობა? 

პანიკა და მოწამლულები თბილისის აეროპორტში - რუსეთის მოქალაქე მომწამვლელი ნივთიერების დაღვრისთვის დააკავეს