loader

"სოფელ წკერეში კარავი ჰქონდათ გაშლილი" - ახალი დეტალები ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარზე, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სოფელ წკერეში კარავი ჰქონდათ გაშლილი" - ახალი დეტალები ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარზე, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-თან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი საუბრობს.
სეხნიაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილების მცირეწლოვანი შვილის სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. 

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უწყების ინფორმაციით, ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. „პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ“, - აცხადებენ შსს-ში.