loader

მცირეწლოვანი სავარაუდოდ, თოფით არის მოკლული - ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მცირეწლოვანი სავარაუდოდ, თოფით არის მოკლული - ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის დეტალები

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი, რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყეს. ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საქმე მკვლელობას ეხება და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, რომელიც მწყემსია, უკვე დააკავეს. 4 წლის ბავშვი დამარხული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული.


ასევე დაგაინტერესებთ: "ქალს ფეხი მოუცურდაო, მწყემსი მიხმარებია და ქმარი აშარებულა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ

"ბავშვი ტიროდა და მაშ, რაღას ვიზამდი, იმასაც ვესროლეო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ?

"ადგილი ჰქონდა ქალზე ძალადობის მცდელობას და ამას შეეწირნენ" - ხადას ხეობაში დაკარგული ცოლ-ქმარი, შესაძლოა, მოკლულია