loader

"ბავშვი საზიარებლად უნდა წასულიყო მონასტერში" - რას ჰყვება 20 წლის ბიჭის დედა, რომლის შვილს სახლში შეუვარდნენ და სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვი საზიარებლად უნდა წასულიყო მონასტერში" - რას ჰყვება 20 წლის ბიჭის დედა, რომლის შვილს სახლში შეუვარდნენ და სცემეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტის შესწავლა უწყებამ უკვე დაიწყო, გამოძიებას კი, პროკურატურა დაიწყებს.
არსებული ინფორმაციით, 20 წლის კოკა კობალაძე ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ექიმის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში გუშინ საღამოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას სახეზე ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და მონიტორინგის მიზნით ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული.
ოჯახის ინფორმაციით, კოკა კობალაძის ცემაში პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
20 წლის კოკა კობალაძის დედამ მომხდარზე "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.