loader

"ჩვენ მოგვენატრება მათი სიყვარული" - რა წერილი გამოუგზავნეს ხადაში მოკლული რაიან სმიტის მშობლებმა მარნეულელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ მოგვენატრება მათი სიყვარული" - რა წერილი გამოუგზავნეს ხადაში მოკლული რაიან სმიტის მშობლებმა მარნეულელებს

რა­დიო "მარ­ნე­უ­ლი" წე­რი­ლის ში­ნა­არსს ავ­რცე­ლებს:

"მარ­ნე­უ­ლი რა­ი­ა­ნის, ლო­რას და კა­ი­ლე­ბის ნამ­დვი­ლი სახ­ლი იყო. ამ ზამ­თარს რა­ი­ან­მა, ლო­რამ და კა­ი­ლებ­მა სამი თვე ამე­რი­კა­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ მათ უნ­დო­დათ, რომ მარ­ნე­ულ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ და ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. მათ მარ­ნე­ულ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად სახ­ლი აა­შე­ნეს და უნ­დო­დათ კა­ი­ლე­ბი, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, მარ­ნე­ულ­ში ისე აღე­ზარ­დათ.

ჩვენც, თქვენ­სა­ვით რა­ი­ა­ნის, ლო­რა­სა და კა­ი­ლე­ბის და­კარ­გვის გამო ვწუხ­ვართ. ჩვენ მოგ­ვე­ნატ­რე­ბა მათი სიყ­ვა­რუ­ლი. ახლა ისი­ნი სა­მო­თხე­ში ალ­ბათ იე­სოს შეხ­ვდნენ. მე და ბა­ი­რო­ნი მომ­დევ­ნო თვეს, მარ­ნე­ულ­ში, თქვენ­თან შეხ­ვედ­რას ვა­პი­რებთ. ყვე­ლას ოჯახს სიყ­ვა­რულს ვუ­სურ­ვებთ - რა­ი­ა­ნის ამა­ყი მშობ­ლე­ბი და საყ­ვა­რე­ლი კა­ი­ლე­ბის ბე­ბია-ბა­ბუა - ლინი და ბა­ი­რო­ნი" - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი ამე­რი­კე­ლი წყვი­ლი ლორა და რა­ი­ან სმი­ტე­ბი ხა­ლი­ჩე­ბის ბიზ­ნე­სით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რა­ი­ან სმი­ტი მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს ტრა­დი­ცი­ულ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ხა­ლი­ჩებს აქ­სო­ვი­ნებ­და და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აგ­ზავ­ნი­და სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ.


ასევე დაგაინტერესებთ: ყველაფერი, რაც ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზეა ცნობილი

ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას FBI უწევს

"დამირეკა, დიდი უბედურება ტრიალებს, ტურისტები დახოცესო" - რას ამბობს ხადას ხეობაში ტურისტების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის დედა?

19 წლის მწყემსის რეაქცია, როდესაც მოსამართლემ სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის პატიმრობა მიუსაჯა