loader

"გავაკეთე სერიოზული აღმოჩენა" - რომან გოცირიძის გამოსვლა, რომელმაც პარლამენტის წევრები გაამხიარულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავაკეთე სერიოზული აღმოჩენა" - რომან გოცირიძის გამოსვლა, რომელმაც პარლამენტის წევრები გაამხიარულა

გავაკეთე სერიოზული აღმოჩენა. თურმე ძალიან ვგავარ გენიალურ გერმანელ ფილოსოფოსს იმანუელ კანტს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ის გერმანელ ფილოსოფოსს არა გარეგნულად, არამედ იდეებით გავს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან, "ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა.