loader

"ადრე, ბიჭობაში ჩავერიე ჩხუბში და დღემდე მიტკაცუნებს ყბა... მანქანა გავარიდე" - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ადრე, ბიჭობაში ჩავერიე ჩხუბში და დღემდე მიტკაცუნებს ყბა... მანქანა გავარიდე" - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე

ადრე, ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა. კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო, - ასე განმარტა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე მყოფმა ავტომობილის მძღოლმა ნიკოლოზ იორდანაშვილმა ის ფაქტი, რომ მან მოზარდების გაშველება არ სცადა. ნიკოლოზ იორდანაშვილი შემთხვევის დროს ხორავას ქუჩაზე იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა.