loader

"მალაპარაკეთ და მე გეტყვით ვინ მოგვცა კრედიტი და რა გზებით" - "კოლორპაკის" დირექტორი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მალაპარაკეთ და მე გეტყვით ვინ მოგვცა კრედიტი და რა გზებით" - "კოლორპაკის" დირექტორი მიმართვას ავრცელებს

კოლორპაკის დირექტორი, გიორგი ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "პალიტრავიდეო" უცვლელად გთავაზობთ:

"მალაპარაკეთ, და მე გეტყვით, ვინ მოგვცა კრედიტი და რა გზებით. დღეს კურიერი ისევ კოლორპაკის კრედიტზე მომზადებულ სიუჟეტს აანონსებს. მინდა მივმართო ავტორებს.

თუ გაქვთ პრეტენზია რომ ამბობთ სიმართლეს! როდესაც ჩემს კომპანიაზე ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას ნუთუ არ გაინტერესებთ მეორე მხარის მოსმენა?! სულ მარტივად შემიძლია გამოვააშკარაო ის სიცრუე რაც ვრცელდება კომპანიაზე რომელსაც მე ვხელმძღვანელობ!

დიახ, ავიღეთ კრედიტი - წამოვიწყეთ ბიზნესის ახალი მიმართულება, დღეს დასაქმებულია 44 ადამიანი, საშემოსავლის სახით ამ პერიოდისთვის უკვე გადავიხადეთ 300,000 ლარზე მეტი, ბიუჯეტში გადასახადების სახით გადავიხადეთ 800,000 ლარზე მეტი, ჩავანაცვლეთ იმპორტი და ადრე რაც იბეჭდებოდა უცხოეთში, რუსეთში, თურქეთში, უკრაინასა და ბულგარეთში, იტალიასა და სომხეთში, - ახლა თბილისში იბეჭდება, ე. ბაღდავაძის 20 ნომერში.

ამბობთ რომ კრედიტი ავიღეთ ქართუში, არ ვიცი რას გაძლევთ ეს დეზინფორმაცია, მაგრამ აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში კრედიტი ავიღეთ თიბისი ბანკში და შემდეგ, დამატებით კრედიტი ავიღეთ პროკრედიტბანკში და ამ კრედიტს დღესაც ვისტუმრებთ.

დაინტერესებული, ერთი და იგივე პირები მოგყავთ ეთერში და მათი მეშვეობით ავრცელებთ ცრუ ბრალდებებს! ისეთ კონტექსტში ამბობთ, რომ ბიუჯეტიდან მივიღეთ დაფინანსება, თითქოს, მხოლოდ კოლორპაკი დაფინანსდა ამ პროექტით. თითქოს არ იცით რომ სწორედ ამას ითვალისწინებს აწარმოეს პროგრამა! ზუსტად ჩვენსავით, ბიუჯეტიდან კრედიტის პროცენტი პირველი 2 წლის განმავლობაში დაუფინანსდა 300 -ზე მეტ საწარმოს ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობს. მათ შორის პრაქტიკულად ყველა ჩვენმა კოლეგა-კონკურენტმა სტამბამ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და განავითარა საწარმო!

რუსთავი 2 - ის ჟურნალისტებო! ხომ გინდათ, ამაყობდეთ თქვენი პროფესიით?! დაარწმუნეთ თქვენი უფროსები, რომ მალაპარაკონ. როცა მეორე მხარეს არ აძლევ საშალებას, ილაპარაკოს, ეს ახლოსაც არ არის ჟურნალიზმთან.

წარმოაჩენთ ისე, თითქოს ქუმსიშვილთან ერთ-ერთი დამფუძნებლის ნათესაობის გამო მოგვცა კრედიტი სახელმწიფომ. დარწმუნებული ვარ, კარგად იცით, რომ კრედიტს იძლევა არა სახელმწიფო, არამედ ბანკი, როცა შეისწავლის კომპანიის მდგომარეობას. თუ ბანკმა კრედიტი დაამტკიცა, ამის შემდეგ "აწარმოე საქართველოში" ვალდებულია, ავტომატურად გაუფორმოს ხელშეკრულება კომპანიას და ჩართოს პროგრამაში. და თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ქართულად წერია "აწარმოეს" საიტზე."



ასევე დაგაინტერესებთ: შავი პიარის "შავი მუშები" თუ ჟურნალისტური არაპროფესიონალიზმი?!

"როცა ჩემს კომპანიაზე ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, არ გაინტერესებთ მეორე მხარის მოსმენა?!" - "კოლორპაკის" დირექტორი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს მიმართავს