loader

ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეში ახალი დეტალებია ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეში ახალი დეტალებია ცნობილი

შემზარავი მკვლელობა, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, თავისი სიმძიმისა და ბუნდოვანობის გამო კვლავ აქტუალურია. მით უმეტეს, რომ საქმის არსებითი განხილვა სექტემბერში დაიწყება. თუმცა, სასამართლომდე გვაქვს რამდენიმე ახალი გარემოება, რომელიც საქმეს კიდევ უფრო მძიმეს ხდის. კობაური საკანში კიდევ ერთხელ დაკითხეს. მან დანაშაული აღიარა.

21 ივლისს, მედიასაშუალებებში ხადას ხეობაში გარდაცვლილი სმიტების ოჯახის წევრების სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტები გავრცელდა. კვლევა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, ლორა სმიტის სხეულში აღმოჩენილია მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის დნმ, რაც სექსუალურ კავშირზე, სავარაუდოდ, გაუპატიურებაზე მიანიშნებს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რაიან და ქეილებ სმიტების მკვლელობის იარაღზე აღმოჩენილია 4 წლის ქეილების გენეტიკური პროფილი. დასკვნის მიხედვით, მას მიბჯენით ესროლეს.

"კვირის პალიტრას" სანდო წყარო გამოძიების დამატებით დეტალებზე უყვება. როგორც დადგენილია, კობაურმა თავდაპირველად რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი - ქეილები, თოფის მიბჯენით. ტყვიამ ბავშვს თავის ქალა ახადა. ამის შემდეგ კობაური ქალს გაეკიდა. ქალმა არ იცოდა და გაქცევისას რაღაც კლდეს მიადგა. ჩიხში მოქცეულს, კობაური დაეწია და ჯერ გააუპატიურა და მერე, როგორც იკვეთება, წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო. ის ასფიქსიითაა გარდაცვლილი.



ვიდეოს ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


ასევე დაგაინტერესებთ: "ჯერ გააუპატიურა, შემდეგ წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო" - სმიტების ოჯახის დახოცვის ახალი, შემზარავი დეტალები

ყველაფერი, რაც ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზეა ცნობილი

19 წლის მწყემსის რეაქცია, როდესაც მოსამართლემ სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის პატიმრობა მიუსაჯა