loader

ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით ტაქსის მომსახურების სერვისი აიკრძალება - ტაქსებთან დაკავშირებული სიახლეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით ტაქსის მომსახურების სერვისი აიკრძალება - ტაქსებთან დაკავშირებული სიახლეები

მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსის მანქანებით მომსახურების სერვისი აიკრძალება. ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმეში" განაცხადა. მუმლაძის თქმით, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა.

კერძოდ, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, შემუშავდება ერთი ფერი და ქალაქში მხოლოდ ამ ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მუმლაძის განცხადებით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში უკვე გახდება ცნობილი, თუ რა ფერზე გაკეთდება აქცენტი. რაც შეეხება მარჯვენასაჭიან და ორკარიან ავტომობილებს, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, ასეთი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აიკრძალება.