loader

იცნობდეთ ქართველ ქიმიკოსებს, რომლებმაც მსოფლიო ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იცნობდეთ ქართველ ქიმიკოსებს, რომლებმაც მსოფლიო ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს

ქიმიის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. დახურვის ცერემონია პრაღაში გაიმართა.

ოლიმპიადაში მსოფლიოს 82 ქვეყნის 300 მოსწავლე მონაწილეობდა. თითოეული ქვეყანა 4 მონაწილით იყო წარმოდგენილი. ქართველმა ქიმიკოსებმა 3 ბრინჯაოს მედლის და ერთი სპეციალური დიპლომის მოპოვება შეძლეს.

დავით რიჟინაშვილი - ბრინჯაოს მედალი
საბა გოგიჩაიშვილი - ბრინჯაოს მედალი
ლევან გოჯიაშვილი - სპეციალური დიპლომი
გიორგი პეტრიაშვილი - ბრინჯაოს მედალი 



ავტორი: თიკო გურაშვილი