loader

პატრიარქი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა - მეუფე იაკობი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა - მეუფე იაკობი

პატრიარქი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტები მეუფისგან დაინტერესდნენ, თუ როდის შეიკრიბება წმინდა სინოდი და მოხდება თუ არა სინოდის მომავალ სხდომაზე დეკანოზ მამალაძის საკითხის განხილვა.

მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომა შემოდგომაზე გაიმართება და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის თემა იქნება. მისივე თქმით, დეკანოზ მამალაძეს დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.