loader

პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 6 ადამიანი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



ასევე დაგაინტერესებთ: "არ მოდიოდა სწრაფად" - რას ჰყვებიან ავტობუსში მყოფი მგზავრები ტრაილერთან შეჯახებაზე