loader

"არ მოდიოდა სწრაფად... დაღუპული მძღოლის შვილია" - რას ჰყვებიან ავტობუსში მყოფი მგზავრები ტრაილერთან შეჯახებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მოდიოდა სწრაფად... დაღუპული მძღოლის შვილია" - რას ჰყვებიან ავტობუსში მყოფი მგზავრები ტრაილერთან შეჯახებაზე

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 12 ადამიანი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



ასევე დაგაინტერესებთ: პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა