loader

"ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა" - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა" - ილია მეორე

ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა, - აღნიშნული განცხადებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, დარწმუნებულია, რომ ადამიანები, რომელთაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თანახმანი არ არიან, მაგრამ პრესის და ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამასთან, ილია მეორემ მრევლს სთხოვა, რომ ყოველდღე ბიბლიიდან წაიკითხონ თითო თავი „სიბრძნე სოლომონიდან“ ან „ეკლესიასტედან“. პატრიარქის თქმით, დამკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც წირვის ბოლოს ბიბლიიდან თითო თავს წაიკითხავენ. წირვის დასრულებისას მეუფე დანიელმა მრევლს „ეკლესიასტეს“ პირველი თავი წაუკითხა.