loader

"შემოთავაზებები მივიღე სხვადასხვა უნივერსიტეტიდან" - აბიტურიენტი, რომელმაც ზოგად უნარებში უმაღლესი ქულა მიიღო, ქართული ენის ქულის გაპროტესტებას აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემოთავაზებები მივიღე სხვადასხვა უნივერსიტეტიდან" - აბიტურიენტი, რომელმაც ზოგად უნარებში უმაღლესი ქულა მიიღო, ქართული ენის ქულის გაპროტესტებას აპირებს

დევი ონიანი ერთადერთი აბიტურიენტია, რომელმაც ზოგადი უნარების გამოცდაში მაქსიმალური ქულა მიიღო. ამბობს, რომ პირველი კლასიდან ბეჯითად მეცადინეობდა და მაღალი ქულა არ გაჰკვირვებია. დევი სამედიცინოზე აპირებს ჩაბარებას, თუმცა ქულების გამოქვეყნების შემდეგ სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შემოთავაზებები მიიღო და შესაძლოა, აზრი შეიცვალოს.

როგორც თავად ამბობს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო. ის ფიქრობს, რომ თემაში ქულა უსაფუძვლოდ დააკლეს და გაპროტესტებას  აპირებს. 



ავტორი: თიკო გურაშვილი