loader

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი შემთხვევის ადგილზე 7 პირის ყოფნის შესახებ საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი შემთხვევის ადგილზე 7 პირის ყოფნის შესახებ საუბრობს

სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური მომხდარის შესახებ ახალ ვერსიაზე საუბრობს. თავდაპირველად დასახელებული 2 პირის ნაცვლად, მალხაზ კობაური ახლა 7 პირის შესახებ ალაპარაკდა, რომელიც, მისი მტკიცებით, მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. როგორც კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განაცხადა, მისი თანდასწრებით მხოლოდ რაიან სმიტი და ბავშვი მოკლეს.

ამასთან, ადვოკატი ბრალდებულზე დაყრდნობით ამბობს, რომ ერთ-ერთ პირს თავად მალხაზ კობაურის მოკვლაც სურდა, თუმცა "მეორე პირმა ამაში გადაარწმუნა". ადვოკატის ინფორმაციით, კობაური ამ დრომდე ფსიქიკურ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაზე რჩება. კობაიძის ინფორმაციით, ბრალდებულს გამოკვლევები სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნით უტარდება. ადვოკატი რაიმე ფსიქიკური ნაკლის დადგენას გამორიცხავს.