loader

"პატრულში ვრეკავ" - რა მოხდა "მაჭახელაში", როცა სტუმრების სუფრაზე პუტინის ტრანსპარანტი შენიშნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატრულში ვრეკავ" - რა მოხდა "მაჭახელაში", როცა სტუმრების სუფრაზე პუტინის ტრანსპარანტი შენიშნეს

სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი მინაწერით: "რუსეთის მიერ ცხვინვალის რეგიონის ოკუპირების 10 წლის თავზე ქართულ რესტორან Machakhela - Samikitno-ში, თავისუფლების მოედანზე, ჯერ მოგვიგზავნეს მიმტანი, შემდეგ მენეჯერი, შემდეგ დაცვა, შემდეგ დაცვის უფროსები თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრანსპარანტი.

მიზეზი არის შემდეგი: მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი "პატრიოტი" შემოვიდეს... მოუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაგიდასთან მოვიდნენ იქ მსხდომი რუსი ტურისტები და ოდნავ დარცხვენით გვითხრეს, რომ რუსეთიდან არიან და მათაც არ უყვართ პუტინი. სამწუხაროდ, მართლაც ოკუპირებული გვაქვს მენტალიტეტი გაცილებით მეტი პროცენტით, ვიდრე ტერიტორიები... პრობლემა ჩვენშია ძალიან დიდი.

p.s. პროფესიული რჩევაც მივეცით, რომ გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ ეს საქციელი, ვიდრე რამდენიმე "პატრიოტი" რუსი სტუმრის წყენინება" - წერს სოციალურ ქსელში "ფეისბუკმომხმარებელი" ანი გვატუა.