loader

"არაფერი აღარ არის ძნელი ჩემთვის" - ბიჭი, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არაფერი აღარ არის ძნელი ჩემთვის" - ბიჭი, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა

8 წლის დიტო რაზმაძე აგვისტოს ომის ერთ-ერთი სიმბოლოა, რუსეთ-საქართველოს ომმა დიტოს მშობლები შეიწირა. ბიჭუნა დაბომბილი სახლიდან მამამ გამოიყვანა, ავტოფარეხთან დატოვა და სახლში დედის ჩამოსაყვანად აბრუნდა, თუმცა... მამა ვეღარ დაბრუნდა. დაჭრილი, 7 თვის ორსული დიტოს დედა ეზოში მეზობელმა ჩამოიყვანა, მაგრამ ვერც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

დიტომ დედიკოს და მამიკოს სანახავად კლინიკიდან გაპარვაც სცადა. დედ-მამის სიკვდილს დიდხანს უმალავდნენ, თუმცა მეზობლის ბავშვებისგან გაიგო სიმართლე. როგორც მისმა ბებომ გვითხრა, დიტო ყოველთვის ცდილობდა, საკუთარი დარდი არასდროს გამოეხატა. ის ჩუმად ყიდულობდა სოფლის მაღაზიაში შოკოლადებს და დედ-მამის საფლავზე მიჰქონდა.

დიტო უკვე დიდი ბიჭია. ის მეთორმეტე კლასში სწავლობს და ახლა ბებია-ბაბუა ზრდის. საკუთარ ტრაგედიაზე ათი წლის შემდეგ პირველად ალაპარაკდა.



ავტორები: ნარიტა ჩხაიძე, თამარა ბოჭორიშვილი


"პალიტრავიდეოზე" გასული სიუჟეტის შემდეგ, Georgian Airways-მა საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"10 წლის წინ მომხდარი ომი ყველას გვახსოვს და გვტკივა. დიტო რაზმაძის შემთხვევა ერთ-ერთია იმ ტრაგიკული ისტორიებიდან, რომელიც ომმა დაგვიტოვა. მან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დედა და მამა დაკარგა, თავად კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. დიტო დღეს აბიტურიენტია და საავიაციო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის გადაწყვეტილებით, ჩვენ შევთავაზეთ დიტოს გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება ჩვენს ავიაკომპანიაში, გაეცნოს საავიაციო სფეროს, სტაჟირების შემდეგ კი მივცემთ შესაძლებლობას დასაქმდეს ჩვენს ავიაკომპანიაში მისი კვალიფიკაციის და სურვილის შესაბამისად." 


ასევე დაგაინტერესებთ: "რომ არ დაბრუნდე, იცოდე, არ გაპატიებ!.."