loader

"შავი სიის" ტერმინი უქმდება - რა მონაცემები აისახება საკრედიტო ბიუროში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შავი სიის" ტერმინი უქმდება - რა მონაცემები აისახება საკრედიტო ბიუროში

ვადაგადაცილების შემთხვევაში საკრედიტო ამონაწერში "ნეგატიური" სტატუსის ნაცვლად მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ ფაქტობრივი მონაცემები იქნება ასახული. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მარეგულირებელი აქტების პროექტებშია აღნიშნული.

ეს მარეგულირებელი წესები განსაზღვრავს მათ შორის - საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს, კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გაცემის ნორმებს.

შეგახსენებთ, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებით, სებ-ს 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება ექნება.