loader

მაშველებმა აღელვებულ ზღვაში ჩასული მამაკაცი გადაარჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაშველებმა აღელვებულ ზღვაში ჩასული მამაკაცი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 43 წლის მამაკაცის გადარჩენის კადრებს აქვეყნებს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს აფრთხილებს. "დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.

შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები. 



ასევე დაგაინტერესებთ: მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს - გაფრთხილება შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს