loader

კადრები და კომენტარები ავტობანიდან, სადაც ავარია მოხდა: ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მანქანის შეჯახება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები და კომენტარები ავტობანიდან, სადაც ავარია მოხდა: ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მანქანის შეჯახება მოჰყვა

ავტობანზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მსუბუქი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა. შემთხვევისას, რომელიც შავშების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ქვეითად მოსიარულე დაშავდა, რომელიც ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა, მსუბუქ ავტომობილებში მყოფმა მგზავრებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაიწყო გამოძიება. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ავარიის გამო კი მაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდა.