loader

"ასეთი რამ არ მინახავს" - ბათუმში წყალდიდობის გამო, ქუჩებში ნავებით გადაადგილდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი რამ არ მინახავს" - ბათუმში წყალდიდობის გამო, ქუჩებში ნავებით გადაადგილდებიან

ძლიერი წვიმის გამო ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე წყლის მასა ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლის.

მოძრაობა ასევე შეფერხებულია ბათუმის შესასვლელშიც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცენტრალურ გზაზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი და ავტომობილების მოძრაობას აწესრიგებს.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა, ბათუმსა და ქობულეთში კი ქუჩები დაიტბორა.


კადრებს სოციალურ ქსელში ბათუმი/batumi ავრცელებს.


ასევე დაგაინტერესებთ: "ჩამოვედი სამი-ოთხი დღით და ნავი მჭირდება ისეთი მდგომარეობაა" 

თუ ზღვაზე ხართ და მთელი დღე წვიმს ან თბილისიდან ვერ გადიხართ: 11 ფილმი, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ