loader

"ჩამოვედი სამი-ოთხი დღით და ნავი მჭირდება, ისეთი მდგომარეობაა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩამოვედი სამი-ოთხი დღით და ნავი მჭირდება, ისეთი მდგომარეობაა"

საცხოვრებელი სახლებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ქობულეთში დასრულებულია, ხოლო ბათუმში ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისათვის შესულია 114 შეტყობინება.

ქობულეთში კი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულია 40 შეტყობინება. მათივე ცნობით, ქობულეთში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია.



ასევე დაგაინტერესებთ: თუ ზღვაზე ხართ და მთელი დღე წვიმს ან თბილისიდან ვერ გადიხართ: 11 ფილმი, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ

"ასეთი რამ არ მინახავს" - ბათუმში წყალდიდობის გამო, ქუჩებში ნავებით გადაადგილდებიან