loader

"8 წელია ჩემი პაციენტი იყო ეს გოგო" - სამშობიაროში 35 წლის ქალი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"8 წელია ჩემი პაციენტი იყო ეს გოგო" - სამშობიაროში 35 წლის ქალი გარდაიცვალა

სამშობიარო სახლ "ნინოში" მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც "ნინოს" დირექტორმა ნინო კაკულიამ განაცხადა, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა.

ნინო კაკულიას ინფორმაციით, პაციენტის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისივე განმარტებით, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დაწყების შემდეგ 35 წლის ქალს გული გაუჩერდა, რის მიზეზსაც ამჟამად ექსპერტიზა ადგენს. "ნინოს" დირექტორის თქმით, საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო და საპატრულო პოლიცია.


ასევე დაგაინტერესებთ: ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ "ნინოსა" და ღუდუშაურის კლინიკაში შესვლას გეგმავს

"მუცლის ღრუში აღმოჩნდა დაახლოებით 4 ლიტრამდე სისხლი" - ღუდუშაურის კლინიკა მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე