loader

რას ამბობს საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია "ფეისბუქზე" გავრცელებულ კადრებზე, რომლებშიც აღმზრდელი ბავშვს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია "ფეისბუქზე" გავრცელებულ კადრებზე, რომლებშიც აღმზრდელი ბავშვს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს

საბავშვო ბაღ „პირველი ნაბიჯის“ აღმზრდელი, რომლის შესახებაც მშობელმა „სოციალურ ქსელში“ ვიდეო გამოაქვეყნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც palitravideo.ge-ს ბაღის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიდეომასალა, რომელშიც მათი თქმით, აღმზრდელი ბავშვს აჯანჯღარებს, მშობლებს თავად მიაწოდეს.

„ჩანაწერი, რომელიც მშობელს ჰქონდა, მივაწოდეთ ჩვენ, რათა შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. ბაღის თანამშრომელი იმავე დღეს გავათავისუფლეთ. შესაბამისი ზომები მივიღეთ და მივაწოდეთ პოლიციას. შემთხვევა მოხდა 8 აგვისტოს“, - განაცხადეს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში.

"ფეისბუქზე" საბავშვო ბაღში დამონტაჟებული ვიდეოკადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ აღმზრდელი 8 თვის ბავშვს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.



ასევე დაგაინტერესებთ: სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ ექცევა ბაღის აღმზრდელი 8 თვის ბავშვს - "ბავშვს იმხელაზე გადააგდებინა თავი, ლამის კისერში გადატეხა"


ავტორი: თიკო გურაშვილი