loader

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა. სინოპტიკოსი აცხადებს, რომ 17 აგვისტომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე წვიმა.

რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია 30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 17 აგვისტოს, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 32-33 გრადუსს მიაღწიოს.

მისივე თქმით, 18 აგვისტოდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.