loader

ნახევარსაათიანი ოპერაციის შემდეგ 28 წლის ქალი კომაში ჩავარდა: "დროულად გამოფხიზლდნენ და ახალგაზრდებს ტყუილად ნუ ხოცავენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნახევარსაათიანი ოპერაციის შემდეგ 28 წლის ქალი კომაში ჩავარდა: "დროულად გამოფხიზლდნენ და ახალგაზრდებს ტყუილად ნუ ხოცავენ"

10 მაისს ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში, ოპერაციის დასრულების შემდეგ 28 წლის ინგა ბალანჩივაძის მდგომარეობა დამძიმდა. ახალგაზრდა ქალს, გარე ორსულობის დიაგნოზით, ოპერაცია ჩაუტარდა. ნახევარი საათის ნაცვლად, ქალი საოპერაციოში 4 საათი გააჩერეს.

ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ამ ხნის განმავლობაში ექიმები ოპერაციის გაჭიანურების მიზეზს არ ასახელებდნენ.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ პაციენტი კომაში ჩავარდა, კლინიკას რეანიმაციული ბლოკი არ ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოყვანას სხვადასხვა მეთოდით უშედეგოდ ცდილობდნენ. ამბის გარკვევის შემდეგ ოჯახმა უგონოდ მყოფი პაციენტი სხვა კლინიკის დიაგნოსტიკურ ცენტრში გადაიყვანა.