loader

შსს ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 მოქალაქის დაკავების კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 მოქალაქის დაკავების კადრებს ავრცელებს

სამართალდამცველებმა ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ  შსს-დან გვაცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს, ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 



ასევე დაგაინტერესებთ: ECHOWAVES-ის ფესტივალზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა: "დიაგნოზით დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი"