loader

"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ" - ჯონ მაკკეინის ემოციური სიტყვა აგვისტოს ომის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ" - ჯონ მაკკეინის ემოციური სიტყვა აგვისტოს ომის დროს

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი წლების განმავლობაში ვაშინგტონსა და მსოფლიოში საქართველოს მხარდამჭერი და ლობისტი იყო.
განსაკუთრებული იყო სენატორ მაკკეინის მხარდაჭერა აგვისტოს ომის დროს, როცა ის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მაღალი ტრიბუნებიდან ხმამაღლა საუბრობდა, მათ შორის მის მიერ იყო ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია აშშ-ს კონგრესში.
სწორედ საქართველოს მხარდაჭერის გამო ჯონ მაკკეინი 2010 წელს, ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს შესახებ სენატორ მაკკეინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი იყო 2008 წლის 12 აგვისტოს, ამერიკელ ამომრჩევლებთან ნათქვამი შემდეგი ფრაზა: „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“.

„პატარა ქვეყანა საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ზოგიერთმა ამერიკელმა შეიძლება იკითხოს, თუ სად მდებარეობს საქართველო, თუ რატომ უნდა ვწუხდეთ იმაზე, რაც ხდება იმ შორეულ ადგილას, თუმცა ისტორია ხშირად კეთდება შორეულ ადგილებში. დღეს დილით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან იცის, რომ ამერიკელი ხალხი ლოცულობს და მხარს უჭერს მამაც ქართველ ერს, რომელიც დღეს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. მთხოვა, მადლობა გადამეხადა თქვენთვის, მადლობა გადამეხადა იმისთვის, რომ ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს ამ პატარა დემოკრატიას, რომელიც შორსაა ამერიკისგან. მას ვუთხარი, რომ ვიცი, თითოეული ამერიკელის სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა 2008 წლის 12 აგვისტოს.

ასევე იხილეთ: 81 წლის ჯონ მაკკეინი ტვინის კიბოთი გარდაიცვალა - მოკლედ, რაც ლეგენდარული სენატორის შესახებ უნდა იცოდეთ

ჯონ მაკკეინი სააკაშვილის ვენახში - როგორ დაწურა ამერიკელმა სენატორმა ღვინო საწნახელში

როგორ გამოიყურებოდა ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი ახალგაზრდობაში