loader

ჩვენ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს მხარს აუცილებლად დავუჭერთ - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს მხარს აუცილებლად დავუჭერთ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ერთ-ერთ კანდიდატს აუცილებლად დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია ჯერ ნახავს, საპრეზიდენტო კანდიდატების რა სპექტრი იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე და კონკრეტულ კანდიდატზე ამის შემდეგ ჩამოყალიბდება.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ განიხილება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის მხადაჭერის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ გვარებზე საუბარი ნაადრევია. როგორც ცნობილია, 8 სექტემბერს იწურება ვადა, როცა პრეზიდენტობის მსურველმა პირებმა შესაბამისი რეგისტრაციისთვის ცესკოს უნდა მიმართონ.