loader

"რომ დაინახა, დავარდა და სისხლი წამოუვიდა, მაშინვე თავი მოიკლა" - რას ჰყვებიან მეზობლები კასპში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც მამაკაცმა ბიძაშვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომ დაინახა, დავარდა და სისხლი წამოუვიდა, მაშინვე თავი მოიკლა" - რას ჰყვებიან მეზობლები კასპში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც მამაკაცმა ბიძაშვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა უმისამართოდ გაისროლა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა.

"როცა გააცნობიერა, რა ჩაიდინა, მეორედ უკვე საკუთარი მიმართულებით გაისროლა და თავი მოიკლა", - აცხადებენ მეზობლები.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



ასევე დაგაინტერესებთ: კასპში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა