X
სისხლიანი დაპირისპირება 2 მაღალჩინოსანს შორის წყალტუბოში - პროკურორმა სამხედრო მეთაურს ცოლის თვალწინ ესროლა?
21:18 / 27-08-2018
წყალტუბოში პროკურორმა სამხედრო მაღალჩინოსანს ცოლის თვალწინ ესროლა? - ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ფაქტტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა. 
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მიერ მოქალაქისთვის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოში, პროკურორმა გ.შ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ.მ.-ს, რა დროსაც გ.შ.-მ ასევე მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა. კონფლიქტის შედეგად გ.მ.-მ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება.

საქართველოს მთავარი პროკურორის 2018 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გ.შ. გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.

უწყების ინფორმაციით, გ.შ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უწყების გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტზე.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ვიქტორია ბექჰემმა ლეგენდარული “ფეხის აწევა“ ქალიშვილთან ერთად გაიმეორა -დიზაინერი ყვითელი პრესის განხილვის საგანი გახდა
“ახლა რომ მოგხსნა რა მოხდება?“- ინგა გრიგოლია შეეცადა ნიკა მელიასთვის სამაჯური მოეხსნა, რა მოხდა პირდაპირ ეთერში?
“სანამ თამარი ჯერ კიდევ დაკარგული იყო, ვსერჩავდი ხოლმე რაღაცეებს, იქნებ რამე ახალი მეპოვა, დამიბარეს პროკურატურაში“- წარმოუდგენელი ისტორია, რომელსაც გიორგი ლუბარეცი ავრცელებს
“მაქვს სიცხე, მაგრამ სულით არ ვეცემი“ - მაია ასათიანი კოვიდინფიცირების შესახებ საუბრობს
“ფრთხილად! ჩნდება ორი ძალიან რთული დაავადება, ორგანოები განიცდის მუტაციას, ეს ბაქტეოროლოგიური ომია!“- ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
“ბავშვი გვიან იწყებს ლაპარაკს, ვერ იმახსოვრებს ინფორმაციას, სკოლაში აქვს პრობლემები მათემატიკაში და ლიტერატურაში“- რა ზიანი მოაქვს ტყვიის მაღალ შემცველობას პატარებში?
“ალბათ ვიქნები სუბიექტური...“ - რატომ არ დაესწრო ნანუკა ჟორჟოლიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისი კანდიდატურის წარდგენას?
“ეს ის არის, რაც ტურისტებს ძალიან უყვართ“ - გოგა ჩანადირის შოკისმომგვრელი აღმოჩენა ფოთში, რითიც ევროპა მილიონობით ტურისტს მიიზიდავდა