loader

"არ ვიცი, აქ ამის დაწერა რამდენად სწორია" - ნუკრი რევიშვილის გარდაცვლილი ქალიშვილის სახელზე ტაძარი აშენდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვიცი, აქ ამის დაწერა რამდენად სწორია" - ნუკრი რევიშვილის გარდაცვლილი ქალიშვილის სახელზე ტაძარი აშენდება

ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რის, ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლისა და მო­დელ თიკო ჩხე­ი­ძის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გო­გო­ნამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ფან­ჯრის გი­სო­სებს მოჰ­კი­და ხელი, რა დრო­საც მას­ზე დენი გა­და­ვი­და და ბავ­შვი იმ­სხვერ­პლა.

ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის ემო­ცი­უ­რი პოს­ტი მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ - "ტატა იყო მზე, რო­მე­ლიც მუ­დამ გვათ­ბობ­და". გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას სა­ხელ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ტა­ძა­რი აშენ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ გო­გო­ნას დედა, მო­დე­ლი თიკო ჩხე­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"გამარჯობა, გილოცავთ მარიამობას! არ ვიცი, აქ ამის დაწერა რამდენად სწორია, მაგრამ ჩვენ გარშემო იმდენმა გამოთქვა სურვილი, რომ... ჩვენმა ბერმა გადაწყვიტა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე. ჩვენთვის არაფერი უთხოვია. ბუნებრივია, ჩვენც გამოვთქვით სურვილი დახმარების. ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი). ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა. ერთი მიზანი დაგვესახა, რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთად ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში.

ვისაც სურვილი გაქვთ, გვერდით დაგვიდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა, 1 ლარი იქნება თუ 5 ლარი. აგურს აგურზე რომ დადებ, კედელი აღიმართებაო. ჰოდა, ამ ერთობით მგონია, რომ კეთილ საქმეს ყველა ერთად გავაკეთებთ.

ალექსანდრე მენაღარიშვილი, GE19BG0000000674602100, საქართველოს ბანკი, 60001138405 პირადი ნ.. " - ნათქვამია თინა ჩხეიძის პოსტში. 


ასევე დაგაინტერესებთ: მეკარე ნუკრი რევიშვილის მეუღლის ემოციური პოსტი 9 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ

საქართველოს ნაკრების მეკარეს, ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა დაეღუპა