loader

რა ხდება ხანძრის ეპიცენტრში: ხაშურში 10 ჰექტარამდე ფართობია დამწვარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ხანძრის ეპიცენტრში: ხაშურში 10 ჰექტარამდე ფართობია დამწვარი

ამ დროისთვის არ არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანთან ახლოს, ტყეში გაჩენილი ხანძრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

გუშინ საღამოს გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ფუნქციონირებდა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას შიდა ქართლის გუბერნატორი, შსს-ს, გარემოს დაცვითი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები უწევენ.

კადრებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.