სანამ ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი იქნებოდნენ, მანამდე იყო ირანის დედოფალი ფავზია - 1942 წელს გადაღებული კადრები
მისი სილამაზე იმდენად უჩვეულო და არამიწიერი იყო, რომ ცნობილმა ფოტოგრაფმა სესილ ბიტონმა მას "აზიელი ცისფერთვალა ვენერა" უწოდა. იგი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავდა და ფრანგული ფესვების წყალობით ევროპული გარეგნობა ჰქონდა. ხშირად ვივიენ ლიშიც კი ერეოდათ. ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა ფავზია ფუადი ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი უმშვენიერესი აღმოსავლელი მანდილოსანი, არამედ ქალიც, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი ირანის სამეფო კარზე ცხოვრებაზე, დედოფლის მაღალ ტიტულსა და ფუფუნებაში ცხოვრების სხვა ატრიბუტებზე და არასოდეს უნანია.
ფავზია ეგვიპტის მეფე ფუადისა და დედოფალ ნაზლის უფროსი ქალიშვილი იყო. მის ძარღვებში ალბანური, ფრანგული და ჩერქეზული სისხლი ჩქეფდა. მისი ერთ-ერთი წინაპარი ნაპოლეონის არმიის ფრანგი ოფიცერი იყო, რომელმაც ისლამი მიიღო და ეგვიპტეში საცხოვრებლად დარჩა. როგორც ჩანს, ფავზია ევროპულ გარეგნობას სწორედ მას უნდა უმადლოდეს. მან განათლება
შვეიცარიაში მიიღო და თავისუფლად ფლობდა ფრანგულსა და ინგლისურ ენებს.
ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ პრინცესას ადგილობრივი ტრადიციების დაცვა მოუხდა, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა მის თავისუფლებას. ეგვიპტის სამეფო კარის მწერალი ადილ საბიტი მისი ცხოვრების ამ პერიოდს ასე აღწერდა: "იგი იშვიათად გამოდიოდა სასეირნოდ, ხოლო თუ სეირნობდა, მუდამ თან ახლდნენ სეფექალები და ფარეშები. იმ დროს, როცა მისი თანატოლი გოგონები შედარებით თავისუფლებით სარგებლობდნენ, ფავზია თავისი სოციალური სტატუსის გამო ყველაფერში შეზღუდული იყო". განაგრძეთ კითხვა