loader

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი მცირეწლოვანია.

ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ქობულეთის საავადმყოფოში მოინახულეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ახალ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.