loader

ახალი კადრები ხანძრის ეპიცენტრიდან - ხაშურში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი კადრები ხანძრის ეპიცენტრიდან - ხაშურში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ხაშურში, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში პირველად ჩართულია ტყის სახანძრო სპეცმანქანები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ.

ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ტყის მასივში 15 შემოვლა განახორციელა. ადგილზე ასევე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობაც.

ხანძრის ეპიცენტრში არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა.