loader

როგორი ავტომობილებისთვის იქნება სავალდებულო ტექდათვალიერება 1-ლი ოქტომბრიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი ავტომობილებისთვის იქნება სავალდებულო ტექდათვალიერება 1-ლი ოქტომბრიდან?

1-ლი ოქტომბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. კერძოდ, ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სანტიმეტრი ან მეტია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა.

ამასთან, მსუბუქი და მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებისთვის ტექდათვალიერების ღირებულება 60, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარი ღირს.