loader

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 30 სექტემბრიდან ახალი ბილეთები ემატება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 30 სექტემბრიდან ახალი ბილეთები ემატება

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 30 სექტემბრიდან საკითხები ემატება. კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის 31 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ტესტებს ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთები დაემატება. ჯამში, საუბარია 51 საკითხზე.

მინისტრის ბრძანებას, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, თან ახლავს დანართები, რომლებშიც ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული.