loader

"ჩემი ვიდეომიმართვა უკავშირდება ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს" - კახა კალაძის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ვიდეომიმართვა უკავშირდება ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს" - კახა კალაძის განცხადება

თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ლატვიის გუნდთან შეხვედრის წინ გულშემატკივრებს მიმართა.

"ხვალ, ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ ეს წარმატება გვინდა, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ- პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციისა თუ პროვოკაციის სურვილი. ყველაფერი ის, რაც სპორტისგან, ფეხბურთისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა", - განაცხადა კახა კალაძემ.