loader

"ეს კაცი ყოველ დილით შვილიშვილს მოჰყავს სამათხოვროდ და ღამე მიჰყავს ავტომობილით, თან საბარგულით დაატარებს" - საშინელი შემთხვევა ქუთაისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს კაცი ყოველ დილით შვილიშვილს მოჰყავს სამათხოვროდ და ღამე მიჰყავს ავტომობილით, თან საბარგულით დაატარებს" - საშინელი შემთხვევა ქუთაისში

"ფეისბუქმომხმარებელი" გიორგი აბესაძე სტატუსსა და ვიდეოს აქვეყნებს. პოსტში ნათქვამია, რომ 91 წლის ბაბუას შვილიშვილი სამათხოვროდ სვამს.

"ეს კაცი არის 91 წლის დემურ კვაჭიძე, რომელიც ყოველ დილით შვილიშვილს მოჰყავს სამათხოვროდ, სვამს და ღამე მიჰყავს subaru-ს მარკის ავტომობილით, თან საბარგულით დაატარებს და არა სკამზე სვამს, როგორც თვითმხილველები ამბობენ. ძალიან ცუდად ეპყრობიან, პოლიციას იძახებენ და რეაგირება არ აქვთ. ამას ვიდეოშიც შეხედავთ.

(დააკვირდით, ბოლოს მანქანაში როგორ აგდებს შვილიშვილი) ეს კაცი აქ ზის წვიმაში, თოვაში, სიცივეში, სიცხეში, არა აქ მნიშვნელობა სულ. ხანდახან ღამეც ტოვებენ ხოლმე. თვითონ არ შეუძლია გადაადგილება. გვსურს დავეხმაროთ ამ ბაბუს და გადავიყვანოთ თავშესაფარში. აგრეთვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლოკაციაზე, სადაც დემური ბაბუ ზის და მოწყალებას ითხოვს, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც იქვე არიან, მაგრამ ასევე მათგანაც რეაგირება 0.

ასე რომ, თქვენი იმედი გვაქვს, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ. გააზიარეთ ვიდეო, რო მივიდეს ხმა მთავრობამდე და ამ მოხუცს დავეხმაროთ. ასევე, თუ ვინმე გაუვლით და დახმარების სურვილი გექნებათ, ვფიქრობ, საკვებით დახმარება უმჯობესი იქნება, ვიდრე ფულით (რადგან ფულს, ვფიქრობ, მაინც მისი შვილიშვილი ართმევს). მადლობა ყველას და იმედია, გამოგვივა. ინფორმაციას, დროთა განმავლობაში რაც გვექნება, მოგაწვდით" -  ნათქვამია სტატუსში. 

"პალიტრავიდეო" ამ თემით დაინტერესდა, როგორც სახალხო დამცველის პრესსამსახურში განაცხადეს მოკვლევა უკვე დაწყებულია.