loader

ზაზა სარალიძემ გუშინ აქციაზე გონება დაკარგა და ამ დრომდე კლინიკაში რჩება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა სარალიძემ გუშინ აქციაზე გონება დაკარგა და ამ დრომდე კლინიკაში რჩება

ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, 10:00 საათზე მას ექიმი მოინახულებს. კლინიკის ინფორმაციით, სარალიძის მდგომარეობა სტაბილურია. "პაციენტის დიაგნოზია ჰიპერგლიკემია (შაქრის მაღალი დონე სისხლში) და ჰიპობოლემიური მდგომარეობა. ამ დროისათვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს და მონიტორინგს დინამიკაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტი რჩება კლინიკაში", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკაში.

ზაზა სარალიძე გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში წუხელვე გადაიყვანეს.