loader

"არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო" - სალომე ზურაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო" - სალომე ზურაბიშვილი

"რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აღიარებული სუვერენობა და რის გამოც ჩემები წამოვიდნენ და დავიბადე საფრანგეთში. აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან, როცა კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც მე ძალიან კარგად ვიცი, ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას.

მეორე თემა - საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო - ცხადია, რუსეთმა და რატომ? - რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით. საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც 1+1 არის 2. ამაზე ვინ შეიძლება დავობდეს? ამაზე მე არასდროს მითქვამს, ამაზე არ ვმსჯელობდი. არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.



ასევე დაგაინტერესებთ: გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ საუკუნოვან მტერთან გაუგებარი გარიგება?! - სალომე ზურაბიშვილის პასუხი აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებზე