loader

რატომ უკრძალავენ ექიმები მშობლებს ბავშვებთან ერთად ძილს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ უკრძალავენ ექიმები მშობლებს ბავშვებთან ერთად ძილს?

პედიატრები დიდი ხანია კამათობენ, შეიძლება თუ არა ერთ საწოლში მშობლებთან ერთად პატარას ძილი. ალაბამის უნივერსიტეტის უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი პრაქტიკა დაკავშირებულია გაგუდვის შედეგად ბავშვთა სიკვდილიანობასთან.

ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, უკანასკნელ წლებში გაიზარდა ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების სიკვდილიანობა. უმეტეს შემთხვევაში, საწოლში მყოფი ბავშვების გარდაცვალება ხდებოდა.

სპეციალისტების აზრით, მშობლები ხშირად ძილის წესებს ვერ იცავენ. ექიმები გვირჩევენ, რომ ბავშვებმა უნდა დაიძინონ რბილი სათამაშოების, ბალიშებისა და სხვა ისეთი საგნების გარეშე, რომელთაც ბავშვის მოგუდვის პროვოცირება შეუძლიათ. მატრასი უნდა იყოს ზომიერად მაგარი, თავად საწოლს კი კედელთან მჭიდროდ ნუ დავდგამთ. ძილის დროს იდეალური მდგომარეობა ზურგზე წოლაა.

მშობლების საწოლში ბავშვის დაცვა გაგუდვის მომატებული რისკ-ფაქტორებისგან რთულია. ექიმების მოსაზრებით, ბავშვმა შეიძლება დაიძინოს მშობლებთან ერთად ერთ ოთახში, მაგრამ ცალკე საწოლში. საუბარია არა მარტო ღამე ძილზე, არამედ მაშინაც, როდესაც მშობელი შემთხვევით იძინებს ბავშვთან ერთად. აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებით სახიფათოა 4 თვემდე ასაკის, ნაადრევად დაბადებული ან არასაკმარისი წონის ბავშვებისთვის.